суббота, 27 декабря 2008 г.

მრავალეროვანი ორთაჭალის მრვალფეროვანი ტრადიციები

ორთაჭალა მრავალეროვანი უბანია, შესაბამისად, მდიდარია ტრადიციებითაც. აქ ერთმანეთის გვერდით, საუკუნეების განმავლობაში, ცხოვრობენ: ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები, ქურთები, იეზიდები ... ყველას თავისი ენა და რწმენა აქვს. მიუხედავად ამისა, ისინი პატივს ცემენ ერთმანეთის ტრადიციებს, ადათ-წესებს.
ჩვენში ოდითგანვე ერთნაირი უფლებებით სარგებლობდა სხვადასხვა რჯულისა და ეროვნების ადამიანი.
ძველად, თურმე, ჩვენი უბნის ქუჩაბანდებში შეგეძლოთ გენახათ ყოჩების ჭიდილი, მამლების ძიძგილაობა, ყეენობა, მზითვის ჩვენება, ამქართა სადრესასწაულო სვლა, ყარაჩოხელთა ქეიფი, ლოყებდაბერილი მედუდუკეები, არღანზე მოქეიფე კინტოები, კრივი, ქართული ჭიდაობა, წრე-ლახტი, ჩილიკა-ჯოხი და კიდევ სხვა სანახაობები.
ქრისტიანებისთვის უპირველესი მაინც საეკლესიო დღესასწაულები იყო. ქართველები ტრადიციულად დიდი ზეიმით აღნიშნავენ: ”აღდგომის”, ”წყალკურთხევის”, ”კვირაცხოვლობის”, ”შობის”, და სხვა დრესასწაულებს. ესწრებიან წირვას, იცავენ მარხვას, აბარებენ აღსარებას მოძღვარს, ეზიარებიან...
შემორჩენილია ”საღმრთოს” (ღმერთისათვის შესაწირი)ტრადიცია, რაც შემდგომში მდგომარეობს: ადამიანები ახლობლის, ოჯახის წევრის გამოჯანმრთელებისათვის ან გადარჩენისათვის, ღმერთს შესაწირს შეუთქვამენ. ეს უნდა იყოს მამალი, ბატკანი ან ცხვარი და ამათუიმ დღესასწაულზე შესწირავენ: დაკლავენ ან ცოცხლად გაუშვებენ.
ასევე შემორჩენილია ყველასათვის ცნობილი ”ჭიაკოკონობა”. ვნების კვირის ოთხშაბათს, ეზოებსა და ქუჩებში ანთებენ კოცონს, ჭიაკოკონას, რომელსაც ოჯახის ყველა წევრი გადაახტება ხოლმე შეძახილით ”არული კუდიანებსო...”
ძველად სჯეროდათ, რომ ავი სულები წელიწადში ერთხელ იალბუზის მთაზე იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ, როგორ ევნოთ ადამიანებისათვის. ადამიანებმაც ჭიაკოკონის ანტება სწორედ მათი დაფრთხობის მიზნით გამოიგონეს.
ჩვენთან, ისევე როგორც მთელს საქართველოში წლის პირველ დიდ დღესასწაულად ითვლება ახალი წელი. იგი მოასწავებს - სიკეთეს, ბარაქას, იმედს... ამიტომ მიაჩნიათ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ და როგორი ფეხით შემოვა ამ დღეს. 12 საათის შემდეგ სახლში პირველი შემომსვლელს ”მეკვლეს” ეძახიან. ბევრ ოჯახს მეკვლედ ყოველ წელს ერთიდაიგივე ადამიანი ჰყავს და სწამთ, რომ ის მათ ოჯახს სიკეთეს, ჯანმრთელობას და ბარაქას მოუტანს.
შობა ანუ ქრისტეშობა შვიდი იანვრის რამეს თენდება. ამ ღამეს მომლოცველები ეკლესიაში ათენებენ , გამთენიისას კი მეალილოები ”ალილოს” სიმღერით მოივლიან ხოლმე ქუჩებს.
მუსულმანები გაზაფხულობით აღნიშნავენ უდიდეს დღესასწაულს, ნოვრუზ ბაირამს, ანუ საახალწლო ბაირამს. დილიდან იწყებენ ლოცვას მეჩეთში. მათ ბაირამის სახელით კიდევ აქვთ დღესასწაული - ყურბან-ბაირამი და ზეიმობენ აგვისტოს თვეში. (ყურბან ქართულად მსხვერპლს ნიშნავს)მას აღნიშნავენ მარხვის - რამაზანის შემდეგ და გრძელდე სამი დღე. ამ დღესასწაულის დროს იკვლება ცხვარი მოლას თანდასწრებით. ხორცს ქალაქში მცხოვრებ ხელმოკლე მაჰმადიანების ოჯახებს უგზავნიან.
სომხები - გრიგორიანელები, ყოველ წელს სურბ-სარქისის დღესასწაულს ზეიმობენ. ეს დღე მოძრავია და უმეტეს შემთხვევაში თებერვალში აღინიშნება. სურბ-სარქისის მიახლოებისას ერთი კვირით ადრე დაუოჯახებელი ახალგაზრდები იწყებენ მარხვას. დღესასწაულის წინა ღამით კი ძილის წინ ჭამენ მლაშე კვერს, რომელსაც წინასწარ აცხობენ, და თუ სიზმარში მათ ვინმე წყალს მიაწვდის, ის მისი საბედო იქნება.
”პასეკი”ებრაელების ”აღდგომი”ს დღესასწაულია. ის ქრისტეს არდგომას ერთი კვირით ასწრებს და ასევე მოძრავია. პასეკს წინ უძღვის მარხვა, რომლისთვისაც წინასწარ იმზადებენ ”მაცას” (ხმიადი).


ჯ. ქობულაშვილი.
ნ. გვრიტიშვილი
გ. მალასიძე
თ. ფომენკო